ცვლილებების დრო დგება - ნუკრი ქანთარია

საქართველო, თბილისი - 14:53 | 12.06.2018
ნანახია: 645

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პროცესებიდან გამომდინარე, ცვლილებების დრო დგება.

როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, სამთავრობო ცვლილებების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„ყურში არავის უჩურჩულებია, სამთავრობო ცვლილებებზე. ვნახოთ, რა საკითხებს განვიხილავთ. უმრავლესობაში ასეთი შეხვედრა ხშირად ტარდება, ერთ-ერთი შეხვედრა დღესაა. პროცესებიდან გამომდინარე, ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი და რანაირად ამაზე ვერ ვისაუბრებ. ცვლილება შიგნით იქნება თუ ეს კადრების გადაადგილებას გამოიწვევს, ეს შესაძლებელი მგონია, რადგან გარკვეულ ეტაპზე, საჭიროა რაღაც განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამ გააშიშვლა და ბევრი პრობლემა აჩვენა, რაც საჭიროებს გადახედვას და არა თვალის დახუჭვას”, – განაცხადა ქანთარიამ.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში 15:00 საათზე დაიწყება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე