პროკურატურაში არსებული პრობლემების გამო მთავრობა არ უნდა გადადგეს - კობა ნარჩემაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:30 | 12.06.2018
ნანახია: 1180

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ პრობლემების გამო, რომელიც პროკურატურაშია, მთავრობა არ უნდა გადადგეს. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე მე ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი, რომ უმრავლესობის შეკრებაა. ასეთი ტიპის შეხვედრები ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ბოლო პერიოდში ხშირი იყო. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. საქმის კურსში არ ვარ. გადაჭარბებულად მეჩვენება, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა. ეს რამდენიმე ტელევიზიის და პოლიტიკური ძალის ნარატივია. მე ასე არ ვფიქრობ. პრობლემები არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ამ პრობლემების გამო, თუნდაც რაც პროკურატურაშია, მთავრობა უნდა გადადგეს. სხვაა სამთავრობო ცვლილება, სხვაა გადადგომა. ამაში პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი განსხვავებაა“, – აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე გაიმართება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე