დღეს სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 13:09 | 12.06.2018
ნანახია: 669

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს შეეხება.

სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე