ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 12:26 | 12.06.2018
ნანახია: 826

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციი, 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. საღამოს საათებში შედარებით გამოიდარებს, ღამის საათებში კი იწვიმებს მხოლოდ ზოგიერთ რაიონში.

ხვალ, 13 ივნისს ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი.

ქ. თბილისში 12 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 13 ივნისს დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღეს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ივნისს კი 2 – 3 გრადუსით მოიმატებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე