ფლორიდაში მამამ ოთხი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 12.06.2018
ნანახია: 769

ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში მამაკაცმა ოთხი ბავშვი მძევლად აიყვანა, შემდეგ კი დახოცა. ამის შესახებ ტელეარხი ABC News-ი იუწყება.

გავრცელებული ცნობით, პოლიცია ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოჯახური ძალადობის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მივიდა. ადგილზე მყოფმა მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და ბავშვებთან ერთად სახლში ჩაიკეტა.

როდესაც პოლიციამ სახლში შეღწევა მოახერხა,  ერთიდან 12 წლამდე ასაკის ოთხივე ბავშვი მოკლული დახვდა. თავად მამაკაცმა თავი მოიკლა. ოთხიდან  ორი ბავშვი მისი ნამდვილი შვილი იყო, ორი კი აყვანილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე