უმრავლესობის ლიდერის პოსტზე დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა განიხილება

საქართველო, თბილისი - 17:06 | 24.09.2015
ნანახია: 2061

უმრავლესობის ლიდერი შესაძლოა მცხეთის მაჟორიტარი და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გახდეს. მისი კანდიდატურა აქტიურად განიხილება გიორგი ვოლსკისა და გიორგი ტრიპოლსკისთან ერთად, - ამის შესახებ ”პრაიმნიუსჯორჯიასთვის” გახდა ცნობილი..

საპარლამენტო კულუარებში უკვე აღარ მალავენ ამ ფაქტს. ვოლსკისა და ტრიპოსკისთან შედარებით, ხუნდაძე ნაკლებად ჩანდა მასმედიის ორბიტაზე, იმდენად რამდენადაც არ უყვარს პიარი. ამჯერად, მას მოუწევს პასუხის გაცემა ჟურნალისტების ბევრ კითხვებზე, ვინაიდან დიდი ალბათობაა, რომ სწორედ ის დასახელდება უმრავლესობის ლიდერად.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეჩერდა ერთ-ერთი არჩევანი დიმიტრი ხუნდაძეზე? როგორც კულუარებში საუბრობენ მისი სოციალური პაკეტებისა და წარმატებული ჯანდაცვის პროექტების გამო. უმრავლესობა მას იცნობს როგორც გაწონასწორებულ და წესიერ პოლიტიკოსს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე