ლევან ხაბეიშვილი არ დაუკავებიათ

საქართველო, თბილისი - 18:24 | 11.06.2018
ნანახია: 1164

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძროაბის" წევრი ლევან ხაბეიშვილი დაკავებული არ არის. ამის შესახებ განცხადება თავად ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ხაბეიშვილის დაკავების შესახებ განცხადება შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით საპატრულო პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი დააკავა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე