ნიკა მელია თავისუფალია - შსს

საქართველო, თბილისი - 18:11 | 11.06.2018
ნანახია: 846

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირების შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული კანონდარღვევის 166-173-ე მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი. მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდემცველებს.

"სამართალმდაცველებმა დააკავეს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია, რომელიც ასევე არღვევდა წესრიგს. სამართალდამცველებმა აღკვეთეს ნიკანორ მელიას ქმედება, ნიკანორ მელია თავისუფალია,"-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე