Turkish Airlines-ი საკუთარ თვითმფრინავებში კომფორტ კლასს აუქმებს

საქართველო, თბილისი - 11:30 | 02.12.2015
ნანახია: 1454

26 აპრილიდან თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი საკუთარ თბითმფრინავებში კომფორტ კლასს აუქმებს, რომელიც გაუმჯობესებულ ეკონომ კლასად პოზიციონირებდა.

კომპანიამ აღნიშნული ქმედება საკუთარი კომერციული ინტერესებით ახსნა და განმარტა, რომ ამეირიდან აქცენტს მხოლოდ ბიზნესს და ეკონომ კლასზე გააკეთებს.

კომფორტ-კლასი Turkish Airlines-ის სალონებში 2013 წლიდან არსებობს და ის გათვალისწინებულია მხოლოდ Boeing 777-ში, რომელიც დაფრინავს სტამბულიდან ნიუ-იორკის, ლოს-ანჟელესის, სან-პაულოს, ბუენოს-აირესის, ტორონტოს, პეკინის, ტოკიოს და სეულის მიმართულებით.

კომფორტ-კლასი ეკონომომ კლასისგან განსხვავებით უფრო ფართო სკამებს ითვალისწინებს. ასევე მგზავრს საშუალება აქვს USB-დამტენით დამუხტოს საკუთარი მობილური ტელეფონი. მგზავრს აქვს შედარებით გაუმჯობესებული კვება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე