ზვიად კუპრავა და სამი დაკავებული პირი 14 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩებიან

საქართველო, თბილისი - 18:03 | 11.06.2018
ნანახია: 816

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოთხი პირი პატიმრობაში დატოვა. 

ყველა დაკავებული პირი 14 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში დარჩება.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხული სამართალდამცავები დაკავებული პირების კანონის შეასაბამისად, კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვდნენ.

დაცვის მხაერე კი ყველა მათგანის პირობოდ დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე