„ნაციონალურ მოძრაობა“ ცდილობს, ძალისმიერი აზროვნებით მოახდინოს რევანში დღევანდელ ხელისუფლებაზე - ირაკლი სესიაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:20 | 11.06.2018
ნანახია: 895

ჩემი მხრივ, ვხედავ, რომ არიან პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები და ცდილობს, ძალისმიერი აზროვნებით მოახდინოს რევანში დღევანდელ ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა რესურსის გამოყენება მოხდება იმისთვის, რომ სარალიძის საქმეზე მართლმსაჯულება შედგეს. მისივე თქმით, დანარჩენ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა.

„მისი ემოციები მესმის და ყველა ვართ დაინტერესებული, რომ მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში ჭეშმარიტება დადგინდეს. თუმცა, ჩემი მხრივ, ვხედავ, რომ არიან პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები და ცდილობს, ძალისმიერი აზროვნებით მოახდინოს რევანში დღევანდელ ხელისუფლებაზე. ეს ორი ერთმანეთთან რამდენად თავსებადია, საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, - განაცხადა სესიაშვილმა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე