პარლამენტის შენობის წინ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:27 | 11.06.2018
ნანახია: 943

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, საკრებულოს დეპუტატები ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე და პარტიის სხვა წარმომადგენლები დააკავეს. . მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვები აიღეს. პარლამენტის შენობის შიდა ეზოში სამართალდამცველების უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული.  მათმა ნაწილმა პარლამენტის შენობის ეზო პირველი სკოლის მხრიდან დატოვა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე