ზვიად კუპრავამ და სხვა დაკავებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

საქართველო, თბილისი - 16:03 | 11.06.2018
ნანახია: 798

ზვიად კუპრავამ და სხვა დაკავებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

როგორც კუპრავამ დარბაზის დატოვებამდე განაცხადა, სასამართლო არის მართული ხელისუფლების მიერ და დღევანდელი პროცესიც არის ფარსი, რადგან მოსამართლე მას მაინც ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯის. 

მან მოსამართლეს ზონდერმოსამართლეცუწოდა. 

კუპრავას და სხვა დაკავებულების ადვოკატებს მოსამართლეემ მოწმეების დაკითხვის გარდა არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

ადვოკატებმა თავდაპირველად სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ ამის საფუძველს ვერ ხედავს. დაცვის.მხარემ მოითხოვა ტელევიზიებიდან დღევანდელი დაკავების ამსახველი ვიდეომასალის გამოთხოვაც, თუმცა სასამართლომ ამაზეც უარი განაცხადა და მოსამართლემ განმარტა, რომ კონკრეტულად უცნობია არსებობს თუ არა ეს ჩანაწერები და დაცვის მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა ეს მასალები მთელი დღის განმავლობაში მოეპოვებინათ. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, ზვიად კუპრავამ მოსამართლის აცილებაც მოითხოვა, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც უარი მიიღო. ამ დროისთვის პროცესს მხოლოდ პატრულ ინსპექტორები და ადვოკატები ესწრებიან.

რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს, რომელიც სასამართლოს ბუფეტში მოხდა, მოსამართლის განმარტებით, დაკავებულებს დარბაზის დატოვების უფლება არ ჰქონდათ და მათ მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა ადგილზე ჰქონდათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე