აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეას უსაფრთხოების უნიკალური გარანტიები მისცეს

საქართველო, თბილისი - 15:57 | 11.06.2018
ნანახია: 780

აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეას უსაფრთხოების უნიკალური გარანტიები მისცეს დენუკლეარიზაციის სანაცვლოდ. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გარანტიები განსხვავებულია იმისგან, რასაც ამერიკა მანამდე სთავაზობდა.

 „საბოლოო მიზანი, რის მიღებასაც ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური დიალოგისგან ვცდილობთ მივიღოთ, არ შეცვლილა. სრული, დაზუსტებული და შეუქცევადი დენუკლეარიზაცია კორეის ნახევარკუნძულის ეს ერთადერთი შედეგია, რომელსაც აშშ მიიღებს“, - აღნიშნა პომპეომ.

„მთავარია ჩრდილოეთ კორეას ესმოდეს, რომ დენუკლეარიზაცია არ არის ის, რაც მათვის შესაძლოა, ცუდად დამთავრდეს, პირიქით“, - განმარტა სახელმწიფო მდივანმა.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ისტორიული სამიტი 12 ივნისს სინგაპურში გაიმართება, სადაც ორივე ქვეყნის ლიდერი უკვე ჩავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე