დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით ბასკებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

საქართველო, თბილისი - 15:21 | 11.06.2018
ნანახია: 760

ბასკეთში ათობით ათასმა ადამიანმა 202 კმ სიგრძის ჯაჭვი გააბეს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვის მოთხვნით. იუწყება Reuters-ი.

ცოცხალი ჯაჭვის აქცია ბასკურმა ორგანიზაციამ მოაწყო.

რეგიონს თვითმმართველობის უფრო გაფართოებული უფლებები აქვს ვიდრე კატალონიას. თუმცა ბოლო დროს ბასკების ქვეყანაში დამოუკიდებლობის იდეა შესუსტდა. ამის გამო ბასკებმა მადრიდთან ურთიერთობის გარკვევისთვის რეფრენდუმის უფლება მოითხოვეს.  

1978 წლის კონსტიტუციის თანახმად ბასკეთის ქვეყანა ესპანეთისგან განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე