მერაბ მორჩაძე გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 14:18 | 11.06.2018
ნანახია: 1151

ვფიქრობ, ახლა მერაბ მორჩაძე გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საინტერესოა, ვინ არის მოწმე და ვინ თქვა, რომ მორჩაძემ ეს დანაშაული ჩაიდინა.

„გამოდის, რომ ამით მიხეილ კალანდიას ჩვენებას აპრავებენ. მერაბ მორჩაძე დააკავეს იქიდან გამომდინარე, მიხეილ კალანდიამ რა ჩვენებებიც შეცვალა სასამართლოზე, რომ გააპრავონ მორჩაძის დაკავებით, რომ კალანდია ზეწოლის ქვეშ აძლევდა ჩვენებებს და კალანდია გამოაძვრინონ? ვაი მაგათ პატრონს, მაგ სისულეების უკვე აღარავის სჯერა. ზუსტად ამიტომ მოვითხოვე გიორგი გახარიას გადადგომა, მეტი კი არაფრისთვის. კიდევ სისულელე ნაბიჯებს რომ დგამენ და ცდილობენ საქმეები შეკერონ. რა შუაშია მორჩაძე, საერთოდ არ გამიგია ეს გვარი ამ ექვსი თვის განმავლობაში, აზრზე არ ვარ ვინ არის. მედიით გავიგე, რომ კალანდიების ნათესავი ყოფილა. ვფიქრობ, რომ ახლა მორჩაძე გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ, აღარ რსცხვენიათ საერთოდ?“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე