პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა 13 ივნისს ქუთაისში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:50 | 11.06.2018
ნანახია: 620

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა 13 ივნისს ქუთაისში გაიმართება.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ,მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

პირველ სხდომამდე კი კომისიის წევრები გაეცნობიან საქმის მასალებს. „საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვიმსჯელებთ, თუ ვინ და როდის უნდა დავიბაროთ სხდომაზე, მე ვფიქრობ, პირველ რიგში, სარალიძესა და დადუნაშვილს უნდა მოვუსმინოთ და უფრო სიღრმისეულად უნდა გავეცნოთ მათ პრეტენზიებს და შემდეგ უნდა განვსაზღვროთ ე.წ. საგამოძიებო სტრატეგია,“ - განაცხადა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე