კარვებში მყოფი პირები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ - თეიმურაზ კუპატაძე

საქართველო, თბილისი - 12:27 | 11.06.2018
ნანახია: 1554

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები შედიან კარვებში და ერთმანეთს უპირისპირდებიან დასაწოლ ადგილზე, სასმელსა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები არიან ეს პირები, მაგრამ ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანები.

„სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანებს შორის დაპირისპირება მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები შედიან კარვებში და ერთმანეთს უპირისპირდებიან დასაწოლ ადგილზე, სასმელსა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. არის გაუგებრობა. ჩხუბის ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ჩვენ, საპატრულო პოლიცია შევედით კარავში. ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ეცვა სამხედრო ფორმა, განმარტავდა, რა მოხდა ამ ინციდეტის დროს. ჩევნ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ეს მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა გაგვიწიესს წინააღმდეგობა. შესაბამისად, მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ადამიანია დაკავებული. აქციის მონაწილეები არიან ეს პირები, მაგრამ ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანები. სხვადასხვა მოსაზრება აქვთ, ვერ არკვევენ, რა მიმართულებით უნდა წავიდნენ“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა რუსთაველზე კარვები უკვე დაშალეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე