ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორი 10 დეკემბრამდე გამოვლინდება

საქართველო, თბილისი - 11:58 | 02.12.2015
ნანახია: 1595

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორი 10 დეკემბრამდე გამოვლინდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, გამარჯვებულის გამოვლენა შესაძლოა მისი ჩინეთში ვიზიტისას მოხდეს.

„ანაკლიასთან მიმართებაში მინდა მოგახსენოთ, რომ კომპანიებს წინა კვირის პარასკევს გადაეგზავნათ მოთხოვნა, რომ საუკეთესო და საბოლოო შემოთავაზების შემოტანაზე. მათ აქვთ მიცემული გარკვეული ვადა და მათ უნდა წარმოადგინონ საბოლოო და საუკეთესო წინადადებები. ვიმედოვნებთ, რომ ჩემი ჩინეთში ყოფნის დროს მოვახერხებთ გამარჯვებულის გამოცხადებას“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთს 9-10 დეკემბერს ეწვევა. ვიზიტის მთავარი მიზანი კი საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელსეკრულების დიკუმენტზე მუსაობის დაწყებაა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის გამოცხადებული კონკურსი თითქმის 1 წელია მიმდინარეობს. ბოლო ეტაპზე 2 კონსორციუმი გავიდა - JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA) და ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA - HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK ERAGIA - (Physical Person); (CONSORTIUM), სწორედ მათ შორის უნდა შეირჩეს გამარჯვებული.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტვირთბრუნვის შესაძლებლობა წელიწადში 100 მილიონი ტონა უნდა იყოს.

პირობების მიხედვითვე, მშენებლობა წარიმართება რამდენიმე ფაზად პორტის სიმძლავრის ზრდის ეტაპების მიხედვით - როცა პორტის არსებული ტვირთბრუნდა მიაღწევს პორტის გამტარუნარიანობის 90%-ს, კომპანია ვალდებული იქნება დაიწყოს პორტის მშენებლობის შემდეგი ეტაპი. აქედან გამომდინარე, ინვესტორთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, მშენებლობის კონრეტული ვადები განსაზღვრული არ არის.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობასაც ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე