რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:46 | 11.06.2018
ნანახია: 723

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გვიან ღამით ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაჭრილები არიან 41 და 25 წლის მამაკაცები. ორივე დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული, მეორეს კი, სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

ადგილზე მობილუზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინიო დახმარების ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე