შსს-ში მირზა სუბელიანის ადვოკატი მივიდა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 09.06.2018
ნანახია: 822

შინაგან საქმეთა სამინისტროში მირზა სუბელიანის ადვოკატი მივიდა. მას ჟურნალისტებთან არ განუმარტავს თუ რა სტატუსი აქვს მისი დაცვის ქვეშ მყოფს. ადვოკატმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ უწყებაში ოჯახის თხოვნით მივიდა. 

მირზა სუბელიანი შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში უკვე მესამედ იკითხება. 

ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაუდგენელია. სწორედ აღნიშნული საქმის ფარგლებში მოითხოვს მოკლული სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მკვლელობაში მონაწილე და სხვა დამნაშავე პირების, მათ შორის, მირზა სუბელიანის დაკავებას. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე