კიმ ჩემ ინი სინგაპურში საკუთარი ავტომობილებითა და საკვები პროდუქტებით ჩადის

საქართველო, თბილისი - 15:19 | 09.06.2018
ნანახია: 1126

სინგაპურში 10 ივნისს თვითმფრინავი ილ-76 ჩაფრინდება, რომლის ბორტზეც მოთავსებული იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 12 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.

 „ჩანგის“ აეროპორტში თვითმფრინავს დახვდება რამდენიმე სატვირთო ავტომობილი სამაცივრე დანადგარებით მალფუჭებადი პროდუქტების გადასატანად. იუწყება ადგილობრივი მედია.

თვითმფრინავის ბორტზე ასევე იქნბა ლუქსის კლასის რამდენიმე ავტომობილი, სავარაუდოდ Mercedes Benz-ი, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კორტეჟის შემადგენლობაში იქნებიან. მედიის ცნობით, თვად კიმ ჩენ ინი სავარაუდოდ გადაადგილდება BMW-ს მარკის ავტომობილით, რომელიც უკვე სინგაპურში იმყოფება.

კიმ ჩენ ინი სინგაპურში 10 ივნისს ჩავა. მის ჩასვლამდე კი ჩრდილოეთ კორეის 100-კაციან დელეგაციას ელოდებიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე