ავტოავარიისას 21 დაშავებული, მათ შორის 12 ბავშვი, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული

საქართველო, თბილისი - 14:35 | 09.06.2018
ნანახია: 1504

გომბორის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული 21 ადამიანი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მათგან 12 ბავშვია. ინფორმაციას ჯანდცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს. დავით სერგეენკო პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში მიდის.

გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე