გომბორის გზაზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებულებს დავით სერგეენკო მოინახულებს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 09.06.2018
ნანახია: 880

გომბორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს. ის თეალავის რეფერალურ ჰოსპიტალში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მივა.

გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.დაშავებულია 16 ადამიანი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე