ინგლისის დედოფალი 9 ივნისს 92-ე დაბადების დღეს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 14:07 | 09.06.2018
ნანახია: 1453

ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე 9 ივნისს 92-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. ასვე აღინიშნება მისი ტახტზე ასვლის 66-ე წლისთავი.

ინგლისის დეოფალს წელიწადში დაბადების დღე ორჯერ აქვს, მან ნამდვილი დაბადების დღე, 21 აპრილს ოჯახურ წრეში უკვე იზეიმა. მეორე დაბადების დღის თარიღი კი ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს აღინიშნება.

წელიწადში მონარქების დაბადების დღის ორჯერ აღნიშვნას საფუძველი 1748 წელს ჩაეყარა.  მაშინდელმა მეფემ ედუარდ მეშვიდემ ტახტზე ასვლისას დაბადების დღის თარიღი შეცვალა, მონარქი 9 ნოემბერს დაიბადა, რადგან ამ დროს ბრიტანეთში საკმაოდ ცივა, გადაწყვიტა ოფიციალური ზეიმი ზაფხულისთვის გადაედო.

მას შემდეგ ამ დღეს შენობებზე აღიმართება სახელმწიფო დროშები, ქუჩები კი ყვავილებით ირთვება. ეს დღე ქვეყანაში უქმე დღედ არის გამოცხადებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე