ვერ გეტყვით, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე რაიმე განსაკუთრებულია გამოკვეთილი - დოდო გუგეშაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:32 | 09.06.2018
ნანახია: 972

 

ვერ გეტყვით, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე რაიმე განსაკუთრებულია გამოკვეთილი, - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს შსს-დან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ის დარწმუნებულია, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ყველაფერი. მისივე ინფორმაციით, ინტენსიურად მუშაობენ და უამრავი ვერსია, გამორიცხვის მეთოდით იხილება. დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, დღეს ის შსს-ში საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ხარვეზის გამო იმყოფებოდა. მისი თქმით, როდესაც ის ორჯერ დაბრუნდა უკრაინიდან საქართველოში, საზღვრის კვეთისას დაფიქსირდა რომ დოდო გუგეშაშვილი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. 


"ჩემ მიერ საზღვრის ორი კვეთა უკრაინიდან დაფიქსირებული იყო, რომ თითქოს მოვფრინავდი სანკტ-პეტერბურგიდან. ეს აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზი და ამ დღეებში ოფიციალურად გასწორდება. რაც შეეხება ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, გავიარეთ რაღაც საკითხები და ვერ გეტყვით რომ რაიმე გამოკვეთილია განსაკუთრებული. ძიება გრძელდება და ჩვენ მუდმივად გვაყენებენ საქმის კურსში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ყველაფერი. ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და უამრავი ვერსია, გამორიცხვის მეთოდით იხილება და ამაზე დღესაც გვქონდა საუბარი. ჯერჯერობით მოტივი არ ვიცით. მოტივი რომ ვიცოდეთ, უკვე გამოძიებულიც და მიხედილიც გვეყოლებოდა", - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე