მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 12:38 | 09.06.2018
ნანახია: 867

ამ წუთებში, შსს-ში ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანი მივიდა. სავარაუდოდ, ის უწყებაში კვლავ გამოკითხვაზე იმყოფება. სუბელიანი აღნიშნულ უწყებაში გამოკითხვაზე რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა. მას შსს-ში 9 საათზე მეტ ხანს კითხავდნენ. 

მოხდება თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება დღეს, ეს ჯერ უცნობია. 

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე