გომბორის უღელტეხილზე ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 09.06.2018
ნანახია: 995

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან სავარაუდოდ, ორი მშობელია, ორი კი ბავშვი. დაშავებულია 10-მდე პირი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ცნობისთვის, გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვეა დღეს მოხდა. ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეების მიერ დაქირავებული სამარშუტო ტაქსი გზიდან გადავარდა და ხევში ჩავარდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე