თალიბების თავდასხმას ავღანეთში 20 პოლიციელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 09.06.2018
ნანახია: 695

სულ მცირე 20 პოლიციელი დაიღუპა ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად.
მედიის ცნობით, ინციდენტი კუნდუზის პროვინციაში მოხდა, პოლიციის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად მოკლულია რვა მებრძოლი.

მანამდე მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის ხელისუფლების შემდეგ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით სამდღიანი დაზავების შესახებ განაცხადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე