51-ე სკოლაში მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების საქმეზე რამდენიმე პირი გამოიკითხა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 09.06.2018
ნანახია: 779

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მესამე განყოფილებაში 51-ე საჯარო სკოლის მანდატურების გამოკითხვა გვიან ღამით დასრულდა. სულ ორი მანდატური გამოკითხეს. გამოკითხვიდან გამოსულმა პირებმა კომენტარი არ გააკეთეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გამოკითხვა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას უკავშირდება. ინციდენტი სკოლის ორ უფროსკლასელ მოსწავლეს შორის მოხდა. უთანხმოებას ფიზიკური დაპირისპირება არ მოჰყოლია.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოიკითხნენ თავად მოსწავლეებიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე