სკოლამ შეისწავლა თუ არა ბულინგი, რომელსაც 2 არასრულსწლოვნის მსხვერპლი მოჰყვა? - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 16:25 | 08.06.2018
ნანახია: 896

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მას აინტერესებს შეისწავლა თუ არა სკოლამ, განათლების სამინისტრომ, ჰქონდა თუ არა 51-ე სკოლაში ბულინგს ადგილი. 

"მოთმინებით ველოდი განათლების სამინისტროს, სკოლის ადმინისტრაციის, დათო სარალიძის პედაგოგების პოზიციებს მომხდართან დაკავშირებით. მაინტერესებს, სკოლამ შეისწავლა ბულინგი, რომელსაც 2 არასრულსწლოვნის მსხვერპლი მოჰყვა? ვინ აიღო პასუხისმგებლობა ამაზე? რა შეცვალეთ ამ და სხვა სკოლებში ამ ყველაფრის შემდეგ? რატომ არ იცავთ გარდაცვლილ ბავშვს ცილისწამებისგან?", - აცხადებს ლომჯარია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე