"თეა, წადი!"- აქტივისტები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 16:20 | 08.06.2018
ნანახია: 847

"თეა, წადი!" - ამ წარწერით აქტივისტებმა თბილისის იუსტიციის სახლში ბუშტები გაუშვეს.

ისინი თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ. 

მათი განცხადებით, წულუკიანი ახლანდელ ხელისუფლებაში ყველაზე სამარცხვინო და უპასუხისმგებლო მინისტრია.

შეგახსენებთ, ამავე მოთხოვნით საღამოს 7 საათზე აქცია იუსტიციის სახლთან გაიმართება.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გადადგეს თეა წულუკიანი და ახალმა მინისტრმა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსენსუსის შედეგად წარადგინოს პროკურორობის კანდიდატები.

აქციის ორგანიზატორების თქმით, იმისათვის, რომ აღდგეს პროკურატურისადმი ნდობა, აუცილებელია, მთავარ პროკურორად შეირჩეს პირი, რომელიც არ არის აფილირებული მმართველ პარტიასთან და სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. მათივე თქმით, თეა წულუკიანი დამოუკიდებელ პროკურორს ვერ შეარჩევს.

ფოტო: თორნიკე კიკნაძე

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე