სომხეთის კათოლიკოსი გადადგომას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 15:48 | 08.06.2018
ნანახია: 726

სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეპისკოპოსმა არშაკ ხაჩატრიანმა განუცხადა.

გუშინ ერევანში სრულიად სომხეთის კათოლიკოსის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები  მოითხოვდნენ გარეგინ მეორის გადადგომას.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.

 „მათ გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება, ასევე რიგი ბრალდებები წაუყენეს სრულიად სომხეთის კათოლიკოსს, მაგრამ არანაირი ფაქტოლოგია მე იქ არ დამინახავს. შემიძლია პირადდ ხელი მოვაწერო რაიმე დოკუმენტს იმის შესახებ, რომ ეკლესიაში ნამვდილად არის პრობლემები, რომლებიც სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მისი თქმით, ეჩმიაძინში ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ხაჩატრიანი აქციის მონაწილეების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარს მიუღებლად მიიჩნევს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე