ლანჩხუთში ორი ადამიანი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 15:18 | 08.06.2018
ნანახია: 749

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით მოიწამლა. ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ლანჩხუთის „მედ ალფაში“ გადიან მკურნალობას.

„მედ ალფას“ წარმომადგენლების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოწამლული ქალის განცხადებით, მან ინტოქსიკაცია მას შემდეგ მიიღო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეცტექნიკის გამოყენებით მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია შეწამლეს. მისი თქმით, შეწამვლის შესახებ არ იყო გაფრთხილებული.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, მან თავად შეწამლა ტერიტორია ფაროსანასსაწინააღმდეგო ხსნარით და ამის შემდეგ მიიღო ინტოქსიკაცია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე