ყველა ადამიანი, ვინც ხორავას ქუჩის საქმეში ფიგურირებდა კომისიის მიერ იქნება დაბარებული - სერგი კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 15:00 | 08.06.2018
ნანახია: 685

სია, თუ ვის დაიბარებს კომისია, მალე იქნება ცნობილი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ადამიანი, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდა, იქნება დაბარებული. მისივე განცხადებით, არავის აქვს იმუნიტეტი.

"ბატონმა ზაზა სარალიძემ გამოთქვა სრული მზადყოფნა თანამშრომლობის. გვექნება პირველი სხდომა კომისიის და უკვე ფორმალურად შევუდგებით საქმიანობას. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მასალა მივიღოთ დროულად და პრაქტიკულად დღესვე ველოდებით, რომ ეს მასალები იქნება მოწოდებული. მასალების მიღების შემდეგ ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარეს და მათ შორის პირველს ბატონ ზაზას. გვექნება საშუალება, რომ მიღებული ინფორმაციები შევაჯეროთ და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ყველა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ მიზნით, რომ ნათელი მოეფინოს ყველაფერს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე