ბათუმის „ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობა საცხოვრებელ ბინებად იყიდება
საქართველო, თბილისი - 14:29 | 08.06.2018 ნანახია: 960ბათუმის ბულვარში მდებარე შენობაში, რომელშიც თავის დროზე ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმებოდა, ფართობები საცხოვრებელ ბინებად გაიყიდება. "ბათუმელების" ინფორმაციით, შენობა სამი წლის წინ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ სასტუმროს გახსნის პირობით გაასხვისა შპს „ბათუმი თაუერზე“. მოგვიანებით შენობის გვერდით ახალი მშენებლობა წამოიწყეს.
„ბათუმი თაუერში“ "ბათუმელებთან" საუბარში აცხადებენ, რომ ახალ შენობაში სასტუმრო და კაზინო იმუშავებს, მაღლივი კორპუსი კი მთლიანად საცხოვრებელ ბინებად გაიყიდება. კომპანიაში გვითხრეს ასევე, რომ გაყიდვები უკვე დაწყებულია, თუმცა საცხოვრებელი რეზიდენცია, სასტუმრო და კაზინო, 2019 წლის ზაფხულში გაიხსნება.
ოფიციალურ დოკუმენტებში „ბათუმი თაუერად“ რეგისტრირებული და თავის დროზე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად გამოცხადებული შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე, 2015 წლის მარტში გაყიდა. შპს „ბათუმი თაუერმა“ ქონება 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად შეიძინა. ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2014 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა დეველოპერულმა კომპანია „რედკომ“.
„სახელწიფოს აქვს კონკრეტულად გაწერილი ის პირობები, რითაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ამ შენობის სასტუმროდ გადაქცევა – ეს არის ეკონომიკის სამინისტროს პირობა, რაც აუქციონზე იყო გამოტანილი და პლუს, ამ მიზნით უნდა იყოს დახარჯული 15 მილიონის ინვესტიცია, 36 თვის განმავლობაში“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მაშინ კომპანიაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიმდინარე წლის თებერვალში, „ბათუმი თაუერის“ მიერ შეჩერებულ მშენებლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ერთი მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
„კომპანიამ საპრივატიზებო ღირებულება – 25 004 626 აშშ დოლარი გადაიხადა სრულად, თუმცა ვადის დარღვევით, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, „ბათუმი თაუერს“ დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო 1 051 999.5 აშშ დოლარის ოდენობით და მის გადასახდელად განესაზღვრა 2018 წლის პირველი სექტემბერი“, – განაცხადეს მაშინ სამინისტროში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა