ბესელია კიდევ მადანაშაულებს, რომ თითქოს, ჩემ უკან პოლიტიკა არის ამოფარებული და როგორ ვენდო? -სარალიძე

საქართველო, თბილისი - 13:48 | 08.06.2018
ნანახია: 916

ქალბატონი ბესელია, კიდევ მადანაშაულებს, რომ თითქოს, ჩემ უკან პოლიტიკა არის ამოფარებული და როგორ ვენდო? ზუსტად ამის გამო არ ვენდობი მას, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.

როგორც ის განმარტავს, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნება და მის ინტერესებში მხოლოდ სიმართლის დადგენა შედის.

„ისვე და ისვე ვიმეორებ, ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიას ვემიჯნები. სრულ ნდობას ვუცხადებ ამ კომისიას. ოღონდ, ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, როგორ უნდა ვენდო? ქალბატონ ბესელიას აბსოლუტურ უნდობლობას ვუცხადებ, დანარჩენ წევრებს კი, ნდობას.

კომისია გამოიძიებს დეტალებს, ვინ შეეცადა ამ საქმის „შეკერვას“ და აუცილებლად დადებენ შედეგებს. სანამ ჭეშმარიტებას არ მივაღწევ, სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ, ჩემი შვილის ღირსებას დავიცავ“, - აცხადებს სარალიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე