მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოაშკარავონ ჩემი შვილის ბიოგრაფია, იყო თუ არა მოძალადე - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 13:41 | 08.06.2018
ნანახია: 5433

„ვრცელდება, ინფორმაცია, თითქოს, ჩემი შვილი გამომძალველი ყოფილა, ვიღაც-ვიღაცეებს ტუალეტში აყოფინებდა თავს. მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოაშკარავონ ჩემი შვილის ბიოგრაფია, თუ იყო მოძალადე გამოაშკარაონ", - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ მისი შვილი მოძალადე იყო, სკოლის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.  

"დამეთანხმებით, ალბათ, თუ ის მოძალადე იყო და სკოლაში ამგვარ ფაქტს ჰქონდა ადგილი, 51-ე სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. დაუყვნებლივ გააკეთონ ამასთან დაკავშირებით განცხადება, თუ იყო დამნაშავე, თქვამ, თუ არ იყო დამნაშავე, თქვან“, - აცხადებს სარალიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე