ტეხასში მამაკაცს გველის მოჭრილმა თავმა უკბინა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 08.06.2018
ნანახია: 1319

ამერიკის ტეხასის მკვიდრს გველის მოჭრილმა თავმა უკბინა. ამის შესახებ გამოცემა Gizmodo წერს.

მამაკაცი თავის ეზოში მუშაობდა, როდესაც ერთმეტრიანი შხამიანი გვრლი შენიშნა. მან რეპტილიას თავი ნიჩბით მოაჭრა და როდესაც მის გადაგდებას შეეცდა, თავმა უკბინა. მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, შხამის რაოდენობას მამაკაცის მოკვლა შეეძლო, მის ორგანიზმში შხამის საწინააღმდეგო საშუალების 26 დოზა დროულად რომ არ შეეყვანათ, თუმცა ექიმისვე თქმით დაშავებულის თირკმელები ამ დრომდე ცუდად ფუნქციონირებს.

ტოქსილოგების თქმით,  გველის მოჭრილი თავი, ისევე როგორც მისი დანარჩენი სხეული, 12 საათის განმავლობაში ცოცავს და მტერს თავსაც ესხმის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე