ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 08.06.2018
ნანახია: 1710

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს. 

მისი თქმით, ის კომისიაში მხოლოდ ეკა ბესელიას არ ენდობა. 

"ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს, რომ თითქოს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირების, ამ ადამიანს მე არ ვენდობი. დავაყენებ მისი კომისიიდან აცილების საკითხს. ყველა ინფორმაციას მივაწვდი კომისიას, რაც გამაჩნია დეტალებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კომისია გამოავლენს ყველა იმ პირს, ვინც ეს საქმე შეკერა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე