ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი ფერდობიდან გადავარდა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 08.06.2018
ნანახია: 921

ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი ფერდობიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაშავდა.

დაშავებული მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: აჭარის ტელევიზია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე