ანკარა დასავლეთს მოუწოდებს ყირიმის ანექსია არ დაავიწყდეს

საქართველო, თბილისი - 11:49 | 08.06.2018
ნანახია: 700

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებიც მისი აზრით, ყირიმის საკითხს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ.

 „თურქეთი არც ახლა და არც მომავალში არ აღიარებს ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში“,- განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, დასავლეთს ყირიმი მიავიწყდა. „თუ დღეს დაივიწყებთ ყირიმს, და ხვალ უკრაინას რამე დაემართება, პასუხისმგებლობა თქვენს კისერზე იქნება“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის მიერ ყირიმის შეერთებას, ანექსია უწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე