Belavia მინსკი-ბათუმი და მინსკი-თბილისის ავიარეისებზე 30 %-იან ფასდაკლებას აცხადებს

საქართველო, თბილისი - 14:40 | 02.12.2015
ნანახია: 2161

ბელორუსული ავიაგადამზიდავი Belavia საქართველოს მიმართულებით შედარებით დაბალი ტარიფებით იფრენს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, აქცია 1-დან 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და Belavia 15 მიმართულებით ფრენების ღირებულებას საშუალოდ 30 %-ით აიაფებს. აქცია ორმხრივ ფრენებს ეხება.

Belavia-ს ინფორმაციით ფასდაკლება ეხება შემდეგ მიმართულებებს: ბათუმი, თბილისი, ამსტერდამი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ბელტრადი, ერევანი, ჰანოვერი, კრასნოდარი, ლარნაკი, მილანი, პრაღა, რომი, სოჭი და ფრანკფურტი.

აქციის ფარგლებში ბილეთების ღირებულება 199 ევროა.

1-15 დეკემბერს შეძენილი ბილეთებით ფრენა კი 2015 წლის 11 იანვრიდან 31 მარტამდეა შესაძლებელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე