დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერი მასწავლებელს შეადარა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 08.06.2018
ნანახია: 698

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მასწავლებელს შეადარა და მასთან შეხვედრაზე დიდი შვიდეულის სამიტზე უარი განაცხადა. ამის შესახებ The Telegraph-ი ამერიკის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს.  
„ის სკოლის მასწავლებელს გავს. ვფიქრობ, რომ მას კარგი ურთიერთობები არავისთან აქვს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

სხვა წყაროს ინფორმაციით, ამერიკის ლიდერი დაიღალა იმის გამო, რომ მეი სარგებლობს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობებით, რათა ამით პირადი მოგება მიიღოს.

 „დიდი შვიდეულის“  სამიტი კანადის ქალაქ კვებეკში 8-9 ივნისს იმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე