ანკარა ერაყს ავიადარატყმებით ემუქრება

საქართველო, თბილისი - 11:04 | 08.06.2018
ნანახია: 842

ანკარა ერაყის სამ რაიონს - ქანდილს, სინჯარსა და მაჰმურს იერიშით ემუქრება, თუ ერაყის ხელისუფლება ქურთთა მუშათა პარტიის ფორმირებების ქმედებებს ვერ აღკევთს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

მანამდე თურქეთის შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ჰარკურში მდებარე ობიექტები თურქეთის არმიის კონტროლქვეშ გადავიდა. მისი თქმით, ჯარმა ერაყის ტერიტორიის სიღრმეში  26-27 კმ-ით შეიწია. თურქეთის არმიის სამიზნეს კი ქანდილის რაიონის მთები წარმოადგენს, სადაც ქურთთა მუშათა პარტიის ბანაკია განლაგებული.  

4 ივნისს ჰაკიარის პროვინციაში, თურქი სამხედროები ქურთთა მუშათა პარტიის მებრძოლების მხრიდან სარაკეტო იერიშის ქვეშ მოყვნენ. თავდასხმის შედეგად სამი თურქი სამხედრო დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე