„ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 10:54 | 08.06.2018 ნანახია: 1380თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
სასამართლოს განჩინებით, „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულ „ქართული მარშის“ ხუთ წევრს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ამ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„2018 წლის 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, „რუსთავი 2“ -ის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა. სასამართლოს განჩინებით, ხუთ ბრალდებულს ირაკლი დ.-ს, ვლადიმერ ს.-ს, მიხეილ ა.-ს, ოლეგ დ.-ს და ბექა რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით – გირაოთი. ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის ლუკა ნ.-ს და გიორგი ო.-ს, მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა დარჩა უცვლელი.
სასამართლომ ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს, რომლებსაც ბრალად ედებათ ხულიგნობა, არიან ნასამართლეობის არმქონენი და ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.
ხულიგნობის ბრალდებასთან ერთად, გიორგი ო.-ს ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ლუკა ნ.-ს, გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მათ მიმართ წარდგენილია ბრალდება ძალადობრივი დანაშაულისათვის, ფიზიკური შეურაცხყოფის და ქონების (ავტომობილი) დაზიანების სახით. ასევე ისინი ბრალდებულნი არიან დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილ ქმედებაში. შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გიორგი ო.-სა და ლუკა ნ.-ს პატიმრობაში დატოვება.
მოცემულ საქმეზე მომდევნო სხდომა 2018 წლის 19 ივნისს 12 საათზე გაიმართება“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა