მელანია ტრამპს თავისი ქმრის სჯერა და არა პორნომსახიობის - მედია

საქართველო, თბილისი - 13:41 | 07.06.2018
ნანახია: 931

აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპს თავისი ქმრის სჯერა და არა პორნომსახიობის სტორმი დენიელსის, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპათან ურთიერთობა ჰქონდა. ამის შესახებ გაზეთი Hill ნიუ-იორკის ყოფილ მერზე რუდოლფ ჯულიანზე დაყრდნობით წერს.

„მას (მელანია ტრამპს) სჯერა თავისი ქმრის და არ ფიქრობს რომ ეს სიმართლეა“, - განაცხადა ჯულიანმა ისრაელში Globes-ის საქმიან კონფერენციაზე.


„პატივს ვცემ ქალებს - ლამაზ ქალებს და ქალებს ფასეულობებით, მაგრამ ქალს, რომელიც თავის სხეულს სექსუალური ექსპლუატაციისთვის ყიდის, პატივს არ ვცემ. მითხარით, რა ზიანი მიადგა მას. მას, ვინც თავის სხეულს ფულზე ყიდის, კარგი სახელი არ აქვს“, - აღნიშნა ჯულიანმა.

როგორც მედია წერდა, მსახიობსა და ტრამპს შორის ურთიერთობა დონალდისა და მელანიას ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, 2006 წელს დაიწყო. პორნომსახიობმა თავიდან ტრამპთან კავშირი უარყო.

 თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დენიელსმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში საჩივარი შეიტანა, სადაც განაცხადა, რომ ტარმპთან კავშირის შესახებ ინფორმაციის გაუთქმელობის შეთანხმება სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ამავე საჩივარში მან აღნიშნა, რომ ტრამპთან კავშირი 2006-2007 წლებში ჰქონდა.

გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს 130 ათასი დოლარი დუმილის სანაცვლოდ გადაუხადა. თეთრ სახლში ეს ინფორმაცია უარყვეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე