აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შეიმუშავოს – მაიკ პომპეო

საქართველო, თბილისი - 13:24 | 07.06.2018
ნანახია: 695

აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული  იარაღი შეიმუშავოს, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ განცხადებებს, რომ ირანი გამდიდრების შესაძლებლობების გაზრდას გეგმავს. არ დავუშვებთ, ირანმა ბირთვული იარაღი შეიმუშავოს. ირანი აცნობიერებს, რომ ჩვენი განზრახვა მტკიცეა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ირანი სულელურად ფლანგავს თავის რესურსებს.  არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, თუ ირანში საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება“, – წერს მაიკ პომპეო.

რამდენიმე დღის წინ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბეჰრუზ ქამალვანდიმ განაცხადა, რომ თეირანი ურანის გამდიდრების მოცულობის გაზრდას აპირებს. მისი თქმით, შესაბამის წერილს თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადასცემს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე