ბრიტანეთში ლორდებს პარლამენტის სხდომებზე ძილი აეკრძალათ

საქართველო, თბილისი - 12:42 | 07.06.2018
ნანახია: 835

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრებს გადასცეს დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია პოლიტიკოსების მოქცევის წესები პარლამენტში. ლორდებს ეკრძალებათ სხდომების  დროს ყვირილი, ხმამაღალი საუბარი და ძილი.

ბრიტანეთის პარლამენტში ახალი წესების შესახებ The Times-ი იუწყება.

გაზეთის ცნობით, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ზედა პალატის წევრები დებატებზე არასათანადოდ იქცეოდნენ. კერძოდ, ლორდებს მნიშვნელოვანი საკითხების განხილის დროს ეძინათ, ხშირად ყვიროდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე