ტოჩინოშინს მცხეთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 07.06.2018
ნანახია: 716

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ქართველ ოძეკ, ლევან გორგაძესთან (ტოჩინოშინთან) შეხვედრა გაიმართა.

იმპერატორის თასის მფლობელ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და  მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე